logo_geo
აშშ-ში ოჯახმა საცურაო აუზში ნიანგი აღმოაჩინა
- +

1 აპრილი. 2018. 12:55



აშშ-ში, ფლორიდის შტატში, პოლიციამ 3 მ. სიგრძის ნიანგი მას შემდეგ დაიჭირა, რაც ოჯახმა შუაღამისას შენიშნა, როგორ დაცურავდა მტაცებელი მათ აუზში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


უცნობია, რა გზით მიაღწია ნიანგმა სახლის დახურულ აუზამდე.


ამერიკაში ნიანგი საშუალოდ 3-დან 5 მეტრამდე იზრდება და წონამ შესაძლოა, 454 კილოგრამსაც კი მიაღწიოს.


აშშ-ში ნიანგების ყველაზე დიდი რაოდენობა ფლორიდასა და ლუიზიანაშია. თითო შტატში მათი რაოდენობა მილიონამდეა. ადგილობრივები ნიანგებს საკუთარ ეზოებში ხშირად პოულობენ.

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი