logo_geo
რატომ არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი მომზადების წინ ხორცის გარეცხვა
- +

3 აპრილი. 2018. 15:25



ბაზრიდან მოსვლის შემდეგ, ხსნით კარგად შეფუთულ ხორცის ნაწილს ან იღებთ ქათმის ფილეს პაკეტიდან და იმ წამსვე თავში გიჩნდებათ ფიქრი: ნაყიდი პროდუქტი გამდინარე წყალში ხომ არ ჩავდოთ მომზადების წინ? თითქოსდა, ეს ჰიგიენური პროცედურა ყოველთვის აუცილებელია, როგორც ხელების დაბანა სადილობამდე. შეიძლება ხორცის გამყიდველი სისუფთავის მოყვარული არაა და ბაზარშიც ათასი ბუზია. მაგრამ ხორცის გარეცხვა არა მხოლოდ არ გვაშორებს ბაქტერიებს, არამედ მათ სამზარეულოში ავრცელებს.




უნდა გავრეცხოთ თუ არა ხორცი? „რჩევების რედაქცია" აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა გარეცხოთ ნაყიდი ხორცი. ხელები როგორც არ უნდა გექავებოდეთ, ასე არ უნდა მოიქცეთ.



ხორცის დამუშავება


ყველა დიასახლისმა იცის, რომ ყველა პროდუქტი მომზადების აუცილებლად უნდა გარეცხოს. ხილი, ბოსტნეული, კვერცხი - ყველაფერი უსიტყვოდ გასარეცხია. და როგორი დიდია ცდუნება, ასე მოიქცეთ ხორცის შემთხვევაშიც, რომელიც ბაზრიდან მოგაქვთ. ჩვენ ხომ არ ვიცით, სად იდო ის, გაუგებარია, ვინ მოკიდა ხელი და რომელი ბუზი სად დააჯდა! მაგრამ კულინარიულ საკითხებში ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როგორი ხორციც არ უნდა იყიდო, მათი გარეცხვა კატეგორიულად აკრძალულია.


მავნე ბაქტერიების მოშორების უშედეგო მცდელობისას სიტუაციას უფრო ამწვავებთ. წარმოიდგინეთ, ყველა ეს მიკროსკოპული ბაქტერია წყლის მოლეკულებთან ერთად პირდაპირ თქვენს პირში, ნიჟარის კედლებზე, სხვა პროდუქტებზე და ტანსაცმელზე ხვდება.


 


თუ ხორცის მომზადებას აპირებთ და არა უმად ჭამას, მის გარეცხვას აზრი არ აქვს - სითბოს ეფექტით ყველა ბაქტერია ისედაც იღუპება. რაც შეეხება სამზარეულოს ჭურჭელზე ბაქტერიებს, მათ გასანადგურებლად არაერთი დასუფთავება დაგჭირდებათ. სწორედ სამზარეულოს ჭურჭლის ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვებით სერიოზული მოწამვლა.



განსაკუთრებით ეს ეხება ქათმის ხორცს, სწორედ ის ხდება ყველაზე ხშირად სალმონელას ინფექციის მიზეზი. გარეცხვის დროს წყლის წვეთი, რომელიც მავნე ბაქტერიას შეიცავს, 1 მეტრ მანძილზე ვრცელდება. თუ ჯერ კიდევ ეჭვობთ, შეხედეთ ცნობილი შეფ-მზარეულის მომზადების ჩვევას, რომლებიც ხორცს არასდროს რეცხავენ, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ხელს აუცილებლად იბანენ.



არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც დაგარწმუნებთ რომ ხორცი არ უნდა გარეცხოთ: წყლის ნაკადი, განსაკუთრებით ცხელი, ხორცის მოლეკულურ ზედაპირს არღვევს, ამით მისი გემოს თვისებებიც ირღვევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ხორცი დაკარგავს გემოს და არომატს.



შეფის რეკომენდაცია


სამზარეულოს თერმომეტრი - ერთგული დამხმარე სამზარეულოში. როგორც კი ხორცის წვნიან ნაჭერში ტემპერატურა 55 °C-ს მიაღწევს, დარწმუნებული იყავი - თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ამასთან, სხვადასხვა ტიპის ხორცისთვის ტემპერატურა, როცა ბაქტერიები კვდება, სხვადასხვაა. მაგ., ძროხის ხორცისთვის საკმარისია 60°C, ქათმისთვის კი 75-80°С.



გარეცხვის ნაცვლად, უბრალოდ ქაღალდის ხელსახოცით ზედაპირი გადაწმინდეთ. ქაღალდი, რომლითაც ხორცი გაწმინდეთ, აუცილებლად გადააგდეთ, ხელები კი საპნით ცხელ წყალში კარგად დაიბანეთ.



ასევე რეკომენდებული არაა იმ ხორცის გარეცხვა, რომელიც უნდა გაყინოთ. გარეცხვა ბაქტერიებს არ მოაშორებს და ასეთი ხორცის შენახვის პირობებს მაქსიმალურად შეამცირებს. ხორცი კვლავ ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ, შეფუთეთ და თამამად საყინულეში შესანახად შედეთ.



მაგრამ მთავარია - ხორცი მხოლოდ სანდო გამყიდველთან შეიძინეთ! კარგი ხორცის ნაჭერს ახალი ხორცის სუნის გარდა, სხვა არანაირი სუნი არ ჰქონდეს. ცხიმი უნდა იყოს თეთრი. ღორის ხორცი ვარდისფერი, ქათმის - გაჯერებული წითელი.

მოყავისფრო ფერი ხორცზე მიუთითებს, რომ ხორცი ახალი არაა. აუცილებლად შეეხეთ ხორცს: ხორცი თანაბარ ზედაპირზე დადეთ და თითი დააჭირეთ - ახალი ხორცი საწყის ფორმას სწრაფად მიიღებს, ძველი კი ასე ჩაწეული დარჩება.




მაგრამ თუ მაინც ხორცის გარეცხვა მოგინდათ, გააკეთეთ ფრთხილად. წყლის შხეფებს მოერიდეთ, გარეცხვის შემდეგ ნიჟარა და ახლომდებარე სამზარეულოს ნაწილი კარგად გარეცხეთ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და არანაირი ბაქტერია არ შეგაშინებთ.



 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი