logo_geo
Balenciaga-ს სასაცილო „ადიბასები“, რომლებსაც ლილოს ბაზრობაზე შეხვდებით!
- +

4 აპრილი. 2018. 02:32

 

ბოლო წლებში Balenciaga მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა. დემნა გვასალიამ მოდის სამყაროში განსხვავებული სიტყვა თქვა და მისი კოლექციები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველას უნდა, მოდურად გამოიყურებოდეს და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა Balenciaga-ს პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ორიგინალის შეძენა საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია.

 

რაც უფრო იმატებს ინტერესი Balenciaga-ს მიმართ თბილისში, მით უფრო მრავლდება ბაზრობაზე მისი ყალბი ვერსიებიც და ზოგიერთი მათგანი ძალიან სახალისოც კია.

 

  1. BELAREWANG - შავი

 

გამყიდველები ეცდებიან, დაგარწმუნონ, რომ ფეხსაცმელი „ნაღდი ორიგინალია“ და თქვენ ამ საქმეში არაფერი გაგეგებათ.

 

 

 

  1. BALECNAIGA - თეთრი

 

ბალესნაიგა - რა მარტივია ბრენდისთვის სახელის შეცვლა, არა? მის შემქმნელს მარტივი გათვლა ჰქონდა. მცირე ცვლილება თითქოს რთულად შესამჩნევია და სისწრაფეში შეიძლება შემოგეყიდოთ კიდეც, მაგრამ...

 

 

 

იმედია, სატყუარას არ წამოეგებით

 

  1. BALECNAIGA - გაურკვეველი ფერი

 

ამ სრულიად უნიკალურ მოდელს, სხვა ფერებშიც აქვს არჩევანი.

 

 

 

  1. EALBNOIAGA - ნაღდი ორიგინალებია, შვილებს ვფიცავარ

 

ორი რამ მაკვირვებს ამ ცხოვრებაში. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და Balenciaga-ს გზა EALBNOIAGA-მდე.

 

 

 

გამყიდველები ამბობენ, რომ ეს ნაღდი ეალბნოიაგებია და ის მეორე, ბალესნაიგა რომ ეწერა, სულ სხვა ფეხსაცმელია, საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვსო.

 

  1. BELAREWANG - თეთრი

 

თქვენ გგონიათ, ბელარევანგების მხოლოდ ერთი ვერსიაა?

 

 

 

ნურას უკაცრავად. თქვენ ოღონდ ფერი თქვით და როგორს არ აღმოაჩენთ - ღია წაბლისფერი, ფორთოხლისფერი, ჭაობისფერი და სხვ.

 

  1. BELAREWANG - ვარდისფერი

 

ასეთი არჩევანიცაა, თუ გინდათ...

 

 

 

  1. BALABCDGA - მორზეს ანბანი

 

ამ ფეხსაცმელის ბრენდის სახელი საოცრად ჰგავს იმ ასოთა იმ უაზრო თანმიმდევრობას, რომელსაც სურათს ვარქმევთ, როცა დესკტოპზე მისი შენახვა გვინდა.

 

 

აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნათ BALABCDGA?

 

სინამდვილეში, ასე გამოიყურება Balenciaga-ს ორიგინალი Triple S Trainers.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი