logo_geo
ვინ დაუჭირა მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას? - დეპუტატების სია
- +

4 აპრილი. 2018. 17:15

 

პარლამენტმა დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

 

კაკაბაძის კანდიდატურამ უმცირესობის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხარდაჭერაც მოიპოვა, რის გამოც, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

„პრაიმტაიმი“ იმ დეპუტატების სიას ავრცელებს, რომლებმაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

 

  1. ირაკლი ბერაია; 2. ირაკლი (დაჩი) ბერაია 3. ანზორ ბოლქვაძე; 4. გიგა ბუკია; 5. ელგუჯა გოცირიძე; 6. გოგა გულორდავა; 7. ცოტნე ზურაბიანი; 8. სალომე ზურაბიშვილი; 9. ედიშერ თოლორაია; 10. რატი იონათამიშვილი; 11. პაატა კვიჟინაძე; 12. სოფიო კილაძე; 13. ირაკლი კობახიძე; 14. კახაბერ კუჭავა; 15. დავით მათიკაშვილი; 16. იოსებ მაკრახიძე; 17. გენადი მარგველაშვილი; 18. ენძელა მაჭავარიანი; 19. გოგი მეშველიანი; 20. გრიგოლ მიქელაძე; 21. ენზელ მკოიანი; 22. დიმიტრი მხეიძე; 23. თამაზ ნავერიანი; 24. კახაბერ ოქრიაშვილი; 25. ანრი ოხანაშვილი; 26. ირინა ფრუიძე; 27. სოფიო ქაცარავა; 28. მიხეილ ყაველაშვილი; 29. გოდერძი ჩანქსელიანი; 30. თამარ ჩუგოშვილი; 31. ზვიად ძიძიგური; 32. ნინო წილოსანი; 33. გიორგი ხატიძე; 34. ზაზა ხუციშვილი; 35. მარიამ ჯაში.

 

დანარჩენი 20 ხმა კი ნინია კაკაბაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან მიიღო. იგი სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

 

 

big_banner
არქივი