logo_geo
პროფესორი ზაზა სიამაშვილი facebook-სტატუსის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს!
- +

5 აპრილი. 2018. 00:48

 

 

 

რამდენიმე დღის წინ, პროფესორმა ზაზა სიამაშვილმა, სოციალურ ქსელში, სექსუალური შევიწროვების საკითხთან დაკავშირებით  შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

 

„რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი ,,ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?!

 

რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი ,,შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!“

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული facebook-ის სტატუსის გამო, ზაზა სიამაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.  აღნიშნული ინფორმაცია სიამაშვილმა დაადასტურა.

 

,,facebook-სტატუსის გამო, „ჯიპას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. მინდა გითხრათ, რომ ამ სასწავლებელში მე შტატიანი თანამშრომელი არც ვყოფილვარ, - 2012 წლიდან მიწვეული ლექტორი გახლდით. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ის არგუმენტები, რაც დღეს კომისიის წევრების მხრიდან გამჟღავნდა, უსუსური იყო. თურმე, 6-7 წლის განმავლობაში არ იცოდნენ ჩემი ღირებულებების შესახებ...

 

დღეს გამოვიდა ,,ჯიპას“ რექტორის მდივანი, - ლიკა კაკაბაძე და მითხრა, რომ კომისიამ, - ხუთი კაცი-ერთის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ჩემთან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე.

 

რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამაზე? იმედი მაქვს, რომ კიდევ გამოიძებნება ჩემთვის სხვაგან, სხვა სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი