logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი - 6-9 აპრილის პროგნოზი
- +

5 აპრილი. 2018. 13:49

 

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - გარემოს ეროვნული სააგენტო დღეიდან 9 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი- სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

 

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 7-9 აპრილს +23, +28 გრადუსი იქნება.

 

5 -7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8 აპრილიდან +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 -7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ხოლო 8 -9 აპრილს +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი