logo_geo
GIG-ის დირექტორი: სიცოცხლის ვაჭრობით არ ვართ დაკავებულები!
- +

5 აპრილი. 2018. 21:24

 

„რა თქმა უნდა, ყველა ნორმა დაცულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის მინიმალური უსაფრთხოების ზომები, რაც საჭიროა შახტის ოპერირებისათვის პასიურ რეჟიმში, ყველა ღონისძიება გატარებულია", - ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„მე ვერაფერს მოგახსენებთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვარ. ჩემი მიზანი იყო, რომ არათუ არსებული სტანდარტები, არამედ მასზე უფრო მაღალი დონის სტანდარტების უზრუნველყოფა. ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელმა მოვლენამ სრულიად ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იყო უსაფრთხოების ნორმასთან ასოცირებული თემა. ეს იყო სუფთა ბუნებრივი კატაკლიზმა. ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება ჩემთვის ძალიან არასწორი და მძიმეა.

 

ჩვენი თანამშრომლების და განსაკუთრებით დაზარალებულების და მიცვალებულებისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამაზე საუბარი გვეუხერხულება, იმიტომ რომ სიცოცხლის ვაჭრობით არ ვართ დაკავებულები და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სათანადო პატივი მიეგოს მიცვალებულებს.

 

მეშახტეების რაოდენობას რაც შეეხება, ამ შემთხვევის დროს კონკრეტულად იმ უბანზე ზუსტად 9 ადამიანი იმყოფებოდა“, - განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი