logo_geo
2008 წლის შემდეგ საქართველოში წელს ყველაზე თბილი მარტი იყო
- +

5 აპრილი. 2018. 22:46

 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული თვის კლიმატური დახასიათება გამოაქვეყნა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, მარტის თვე გამორჩეულად თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი ქვეყნისთვის, 2008 წლის შემდეგ.

 

„ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+5, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.

 

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მეორე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +27, +30°C-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.

 

მარტის თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ დეკადაში აღინიშნა სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -9, -13°C-მდე დაეცა.

 

ნალექების რეჟიმის მიხედვით, მარტის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ ნალექიანი იყო. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადახრებით ხასიათდებოდა რაჭისა და ზემო იმერეთის რაიონები, სადაც ნალექების ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა“, - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ კლიმატურ დახასიათებაში.

 

აღსანიშნავია, რომ თებერვალიც, ისევე როგორც იანვარი, თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

სააგენტოს ცნობით, 1960 წლიდან ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977, 2009  და 2013 წლების შემდეგ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი