logo_geo
ელიავას ბაზრობაზე კაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტომით იმუქრება
- +

6 აპრილი. 2018. 21:53

 

 

 

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცია ამძვრალი და გადმოხტომით იმუქრება. ის უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი