logo_geo
ილია მეორე სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
- +

7 აპრილი. 2018. 10:15

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას ასრულებს.

 

ამასთან, დიდი ვნების კვირის შაბათთან დაკავშირებით ტაძარში დაბრძანებულია გარდამოხსნა.

 

მსახურების დროს წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან იშვებოდა მაცხოვარი.

 

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი