logo_geo
პირველი არხის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ლეილა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ
- +

8 აპრილი. 2018. 20:59

 

 

 

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია პირველ არხს მსახიობის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

 

მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

 

1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“.

 

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“ შესრულებული როლებისთვის.

 

1966 წელს სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

 

კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად, დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო.

 

იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

 

https://1tv.ge/news/gardaicvala-leila-abashidze/

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი