logo_geo
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- +

9 აპრილი. 2018. 01:32

 

 

 

ორთაჭალაში მდებარე გაზგასამართ სადგურზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.

 

დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში და კლინიკა „პინეოში" გადაიყვანეს.

 

შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.

 

მომხდარის დეტალები და მისი გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

როგორც „პირველს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი