logo_geo
ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ
- +

9 აპრილი. 2018. 19:25

 

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

 

პანაშვიდები მსახიობის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში 10 და 11 აპრილს გაიმართება.

 

სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

 

ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გუშინ საღამოს, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი