logo_geo
რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!
- +

9 აპრილი. 2018. 22:51

 

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის ის, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ?

 

ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა ნებისმიერი შედეგის მისაღებად დამეთანხმებით, დიდი შრომა, ურყევი რწმენა და ყოველდღიური წინსვლაა საჭირო.  ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი და უნდა გვესმოდეს, რომ მუშაობა მიზნებთან და ფოკუსირება ჩვენს ოცნებებზე საბოლოოდ გაგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

 

დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვენი მიზნები იცვლებოდნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი უნდა გვამოძრავებდნენ. მთავარია, რომ ვიყოთ ჩვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში და აი, რას ნიშნავს ეს:

 

მაგალითად, თუ  თქვენ ოცნებობთ ავტომობილის შეძენაზე, მაშინ პირველი რაც უნდა გააკეთოთ დღესვე არის ის, რომ უნდა ადგეთ, წახვიდეთ და ჩაეწეროთ ტესტდრაივზე ან უფრო მარტივად, გახვიდეთ შავ ბაზარზე, იპოვოთ ის ავტომობილი რომლის შეძენაზე დიდი ხანია ოცნებობთ და  ავტომობილის მფლობელთან ერთად რამდენიმე კილომეტრი გაისეირნოთ. არავინ არ იცის რამდენი თანხა გაქვთ ჯიბეში და არც ის. ამ ავტომობილს თქვენ ახლა შეიძენთ თუ 1 წლის შემდეგ. იგივე პრინციპია  თუ სახლის შეძენაზე ოცნებობთ. უბრალოდ აიღეთ ტელეფონი და ახლავე დაუკავშირდით სასურველ სამშენებლო კომპანიას და სთხოვეთ, გაჩვენონ ის  ბინა, რომლის „შეძენასაც აპირებთ.’’ ეს მარტივი და ერთი შეხედვით ბანალური მოქმედებები შეგიძლიათ სხვა, ნებისმიერ თქვენ ოცნებას მოარგოთ და გატესტოთ.

 

ირონიულად უყურებთ და გეღიმებათ? კითხულობთ და  ფიქრობთ  ეს ყველაფერი რა საჭიროა? მაგრამ გარწმუნებთ რომ ესეთი მოქმედებები მოგცემენ იმ ბედნიერების შეგრძნებას  რომელიც ამ ყველაფრის  რეალობად ახდენისას გექნებოდათ. ეს არის სიხარულის გრძნობა.  გრძნობით მიღებული სიხარულით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში აღმოჩნდებით. ეს კი ვიზუალიზაციაზე მძლავრი ტექნიკაა, რომელიც მუშაობს.

 

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რაზე ოცნებობთ…ნივთები, მოგზაურობა, ურთიერთობები, წარმატებული კარიერა თუ სხვა რამ… ნებისმიერ შემთხვევაში — ეს არის თქვენი ოცნებები და მნიშვნელოვანია, რომ ასევე ზუსტად იცოდეთ რა ღირს თქვენი ოცნება. საინტერესო ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის რა ღირს მათი ოცნებები და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ჰგონიათ ვიდრე ის რეალურად ღირს.

 

ადამიანების 90% მოქმედებას წყვეტს სწორედ მაშინ როცა კარგავენ თავიანთი ოცნებების რწმენას და შორდებიან „ოცნების მიზიდულობის ზონას.’’ ეცადეთ, არასოდეს დაშორდეთ თქვენ თავს და თქვენ სურვილებს, ეს უკეთესად არასოდეს გაგხდით.  ყველაზე კრიზისულ სიტუაციის დროს, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ თუ დანებდებით უკეთესად ვერ გახდებით. ნებისმიერი ოცნების, მიზნის და შედეგის მიღება სწრაფად არ ხდება და მასზე  მუდმივი მუშაობაა საჭირო.

 

არასოდეს უღალატოთ საკუთარ თავს! არასოდეს თქვათ უარი იმ ოცნებაზე, რომლის რეალობად ქცევა თქვენი ცხოვრების მისაა.

 

მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანის  შინით ღრმადაა ჩამალული ყველა საჭირო რესურსი, რომლიც გვჭირდება წარმატების მისაღწევად, ოცნების ასახდენად. მათ აღმოსაჩენად კი ჭკვიანური შრომა გვჭირდება, თუ მაინც ეჭვის თვალით დაუწყებთ თქვენ ოცნებას ცქერას, გაიხსენეთ რიჩარდ ბახის  გენიალური სიტყვები: „არასოდეს გაგიჩნდებათ ისეთი ოცნება, რისი ასრულების ძალაც არ შეგწევთ“ და იქამდე უმეორეთ საკუთარ თავს, სანამ ყველა ეჭვს არ მოიშორებთ თავიდან და ამაში არ დარწმუნებით 100%-ით.

 

 ავტორი: მარიამ შარიქაძე

 

 

 

 

 წყარო http://ingabless.com

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი