logo_geo
პეკინის ქუჩაზე ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს
- +

10 აპრილი. 2018. 10:58

 

 

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ისინი უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბინა მათ რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული.

 

წინასწარი ვერსიით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზად CO-თი ინტოქსიკაცია იქცა.

 

ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

 

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი