logo_geo
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა
- +

12 აპრილი. 2018. 11:39

 

 

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი.

 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია შემდეგი სახის დარღვევები - საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არ არსებობა; საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა; კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; კუსტარული დაზგა-დანადგარები; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე; არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე; მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა; აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე; ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა; დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა; საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი