განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მას საყვარელი ზღაპრის გმირი არ ჰყავს, თუმცა უამრავი ლიტერატურული გმირი უყვარს. მინისტრის თქმით, შექმნილი ზღაპრული გმირებიდან თოვლის ბაბუა უყვარს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
ბოლო პერიოდში, განათლების მინისტრმა ქართული ზღაპრების პერსონაჟები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზღაპრის გმირები არ შეიძლება იყვნენ მოძალადეები და უსაქმურიბი