logo_geo
ნიკა გვარამია: ჩემს მეუღლეს „რუსთავი 2“ არ უყვარს
- +

12 აპრილი. 2018. 13:12

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

 

„რუსთავი 2“ არ უყვარს მაინცდამაინც იმიტომ, რომ ეჭვიანობს „რუსთავი 2“-ზე, ეს მისთვის ყველაზე საეჭვიანო სფეროა, რადგან იცის, რომ მე გაყოფილი ვარ ოჯახსა და არხს შორის. უფრო მეტად „რუსთავი 2“-ში ვარ, ვიდრე ოჯახში, ამიტომ ამაზე ეჭვიანობს, სუფთა ქალურადაც ეჭვიანობს „რუსთავი 2“-ზე, როგორც თითქოს ადამიანზე. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მაშინ ყველაზე მეტად მჭირდება სოფო და ის მიმარტივებს ამ მდგომარეობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

big_banner
არქივი