logo_geo
„მივმართავთ სასულიერო პირებსა და მრევლს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს“
- +

27 დეკემბერი. 2016. 18:49


 



წმინდა სინოდმა, რომელიც 22 დეკემბერს საპატრიარქოში გაიმართა, მიმართვის ტექსტი შეიმუშავა.


წმინდა სინოდის წევრები სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართავენ გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

 

„მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, ამას დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია.

 

ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი. იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს.

 

ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს", - ნათქვამია წმინდა სინოდის მიმართვაში.


 

big_banner
არქივი