logo_geo
17 -18 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- +

16 აპრილი. 2018. 10:45

 

 

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10+15 გრადუსი იქნება.

ამის შესახებ „პირველს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

 

დასავლეთ საქართველოში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17+22 გრადუსი იქნება.

 

17 - 18 აპრილს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +21+ 26 გრადუსამდე მოიმატებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა კი, +17+ 22 გრადუსი იქნება.

 

19 აპრილის დღის ბოლოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიკლეს.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11+13 გრადუსი იქნება.

 

17 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს +18+19 გრადუსამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი