logo_geo
მოთოვს თუ არა თბილისში ახალი წლის ღამეს
- +

27 დეკემბერი. 2016. 20:58



საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ ახალი წლის ღამეს, თბილისში სავარაუდოდ, თოვლჭყაპი იქნება.


„პირველ იანვარს, დილის საათებში თოვლჭყაპი შენარჩუნდება, მომდვნო საათებში კი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამეს 0-დან 2 გრადუსამდე, ხოლო დღის განმავლობაში 3-5 გრადუსი იქნება. ყინვა მოსალოდნელი არ არის", - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

 

31 დეკემბრამდე ჰაერის ტემერატურა კიდევ უფრო დაზუსტდება, თუმცა დღეის მონაცემებით, ახალი წლის ღამეს თოვლი მოსალოდნელი არ არის.


 

 

big_banner
არქივი