logo_geo
ქართული ღვინის იმპორტით იაპონიაში სხვადასხვა კომპანიები დაინტერესდნენ
- +

17 აპრილი. 2018. 11:25

 

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Wine and Gourmet Japan 2018“ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „Wine and Gourmet Japan“-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.

 

რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენის მსვლელობის დროს შეძლო მოეძიებინა ახალი იმპორტიორი, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორთან დაიწყო.

 

„Wine and Gourmet Japan“ არის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

 

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

big_banner
არქივი