logo_geo
კახა კალაძე: შეიძლება, გარკვეული მშენებლობების შეჩერება მოგვიწიოს
- +

17 აპრილი. 2018. 12:38

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საჭიროა საცობების პრობლემის მოგვარება მოხდეს.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება, მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, შეიძლება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რაც სავარაუდოდ ადამიანების უკმაყოფილებას გამოიწვევს. შეიძლება, ხეების გადარგვა და მოჭრაც მოგვიწიოს, თუმცა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ახალ სატრანსპორტო კვანძ „ცინცაძე-კარტოზიას“ პროექტზე, რომლის განხორციელებაც, კალაძის თქმით 2 700 000 ლარი დაჯდება და ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს.

 

„პროექტის განხორციელება 2 700 000 ლარი დაჯდება და მის დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება. მოეწყობა მაღალდონიანი კვანძი, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. ასეთი პროექტები ადამიანის კომფორტული და ურბანული საჭიროებების მოწესრიგებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

big_banner
არქივი