logo_geo
25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი: მამაჩემი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
- +

17 აპრილი. 2018. 13:48

 

 

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი, ლიკა ბაქრაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მამამისი ჩადენილი ფაქტის გამო უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა, რა იყო ამის მიზეზი, ამის დადგენას ითხოვს.

 

„რა თქმა უნდა, მამაჩემი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, არანაირი გასამართლება ამ ფაქტს არ აქვს. თაკო რაც არ უნდა ჩარეულიყო მათ ურთიერთობაში, ეს არ უნდა გაეკეთებინა. მე მაინტერესებს მიზეზი, ეს რატომ გააკეთა.

 

ნათიას ჰკითხეთ, მე არასდროს ჩავრეულვარ მათ ურთიერთობაში, პირიქით ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი პატივი უცია.

 

თაკო ნათიას და მამაჩემის ურთიერთობაში ერეოდა, არ სიამოვნებდა, ერთად რომ იყვნენ. მე არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა ჩავერიე, რადგან მე და თაკო დავისაჯეთ ამის გამო. რადგან ჩვენ, ჩემს და თაკოს შვილებს შეეხო ეს ყველაფერი. თაკოს შემდეგ, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვარ მე.

 

სხვა ვინმეზე რომ გაეკეთებინა მამაჩემს ეს ყველაფერი, მე ასეთი რეაქცია არ მექნებოდა“, - განაცხადა ლიკა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი