logo_geo
22-23 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- +

21 აპრილი. 2018. 11:55

 

 

22-23 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წინა დღეებთან შედარებით, 2-3 გრადუსით მოიმატებს და +14, +20 გრადუსი იქნება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი