logo_geo
მოგზაურობა ოტია იოსელიანის სახლ-კარში
- +

24 აპრილი. 2018. 21:09

 

 

პრო­ზა­ი­კო­სი, პო­ე­ტი, დრა­მა­ტურ­გი, კი­ნოს­ცე­ნა­რის­ტი - ოც­და­ა­თამ­დე ენა­ზე თარ­გ­მ­ნი­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ას­ზე მე­ტი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­თა­მა­შე­ბუ­ლი პი­ე­სე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლი, იაპო­ნი­ა­ში ექ­ვ­ს­ჯერ გა­მო­ცე­მუ­ლი “ყვე­ლა­ზე ღო­ნი­ე­რი ბი­ჭის” ამ­ბე­ბის მეზღაპ­რე, შე­მოქ­მე­დე­ბის ათ­ტო­მე­უ­ლის მფლო­ბე­ლი; წიგ­ნე­ბის სა­ერ­თო ტი­რა­ჟი - ექვს მი­ლი­ო­ნამ­დე. 



სა­ით, მსოფ­ლიო რუ­კის რო­მელ წერ­ტილს მი­აბ­ჯი­ნე გო­ნე­ბის თვა­ლი, ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო?! შვე­დე­თის აკა­დე­მი­ის დი­დი დარ­ბა­ზი ხომ არ წარ­მო­გიდ­გა თვალ­წინ და კა­თედ­რას­თან მდგო­მი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის მო­ლო­დი­ნით გუ­ლაძ­გე­რე­ბუ­ლი ჩი­ლე­ლი, კო­ლუმ­ბი­ე­ლი, შვე­დი, იტა­ლი­ე­ლი ან გერ­მა­ნე­ლი შე­მოქ­მე­დი?! იქ­ნებ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ხელ­ჯო­ხით, ცი­ლინ­დ­რით ან პირ­ში სი­გა­რით დინ­ჯად და ამა­ყად მი­მა­ვა­ლი, პა­პა­რა­ცე­ბით ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მუ­ლი 

რო­მე­ლი­მე მდიდ­რუ­ლი რან­ჩოს, სა­სახ­ლი­სა თუ კუნ­ძუ­ლის მფლო­ბე­ლი მწე­რა­ლი წარ­მო­გე­სა­ხა?! ცდე­ბით, ჩა­ყე­ვით სტრი­ქო­ნებს ბო­ლომ­დე, ახ­ლა სწო­რედ მი­სი პორ­ტ­რე­ტის კონ­ტუ­რებს მოვ­ხა­ზავთ.

 

 

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გვიშ­ტიბ­სა და “ჩი­ნე­ბუ­ლად დამ­თავ­რე­ბულ მწერ­ლის აკა­დე­მი­ას - უბე­დურ ბავ­შ­ვო­ბას” უმად­ლის სა­კუ­თარ ცოდ­ნა-გა­ნათ­ლე­ბას! მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის ცხოვ­რე­ბას აუწო­ნა­ვი ამა­გი ბე­ბი­ამ – ქრის­ტი­ნა ავა­ლი­ან­მა დას­დო: “პირ­ვე­ლი სიტყ­ვა მის კალ­თა­ში ვთქვით და პირ­ვე­ლი ან­ბა­ნიც მან გვას­წავ­ლა. მან გვა­ზი­ა­რა ენის ჯა­ვარ­სა და სი­ნა­ტი­ფეს. რაც ბე­ბი­ამ იცო­და, უკ­ლებ­ლად ვი­ცი”. 

იცის, რომ რაც უნ­და ომი, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი ეტე­ვე­ბო­დეს, სხვი­სი არც რა უნ­და ინ­დო­მოს, არც ვინ­მეს ეზო-კარ­მი­და­მოს შე­ა­ტო­ვოს თვა­ლი და არც სხვის ქო­ნე­ბას, სა­კუ­თა­რი მკლა­ვი­სა და ჯა­ნის იმე­დად უნ­და იყოს ამ წუ­თი­სა და ტან­ჯ­ვის სო­ფელ­ში. “გა­მო­ი­ტან­ჯა” კი­დეც ერ­თი წლით უმ­ც­როს ძმას­თან ერ­თად: ცხოვ­რე­ბას არც ომის სი­ა­ვე და­უკ­ლია - უმ­ცი­რე­სი სარ­ჩო­სათ­ვის ყა­მი­რი მი­წის ტეხ­ვა, ყა­ვარ­მორ­ღ­ვე­ულ სახ­ლ­ში წლო­ბით ჩა­მო­მა­ვა­ლი თოვლ-წვი­მის ატა­ნა, “გა­დაღ­ლე­ტი­ლი შარ­ვ­ლი­თა თუ და­სა­კე­რე­ბე­ლი ფეხ­საც­მ­ლით” სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ რო­გორ შე­უ­თავ­სებ­ლად და წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც უნ­და გეჩ­ვე­ნოთ, ამ ვი­თა­რე­ბამ წიგ­ნი და რვე­უ­ლი მა­ინც ვერ გა­აგ­დე­ბი­ნა ხე­ლი­დან: “მე რომ ჩე­მი ძმის პირ­და­ღე­ბულ წუ­ღას ვა­კე­რებ­დი, ან ნა­ჯა­ხის ტარს ვა­გებ­დი, იგი “ვეფხის­ტყა­ო­სანს” ხმა­მაღ­ლა კითხუ­ლობ­და და თერ­თ­მე­ტი კლა­სი თით­ქ­მის სულ მოს­მე­ნით შე­ვის­წავ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მო­უც­ლე­ლო­ბი­სა, თუ ხელთ რა­ი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩაგ­ვი­ვარ­დე­ბო­და, წა­უ­კითხავს არ ვუშ­ვებ­დით”. 

ამ­გ­ვა­რი­ვე სი­ბე­ჯი­თით მო­უხ­და ცხოვ­რე­ბის სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნის კითხ­ვაც, რომ­ლის ზო­გი­ერ­თი გვერ­დი ძალ­ზე სა­ხა­ლი­სოც გა­მოდ­გე­ბო­და ხოლ­მე, ხში­რად კი გა­გუ­ლის­დე­ბო­და და სწო­რედ მა­შინ, იცოცხ­ლე, ხე­ლი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და: მოთხრობები, ნო­ვე­ლე­ბი, რო­მა­ნე­ბი, პი­ე­სე­ბი, სცე­ნა­რე­ბი. მარ­თა­ლია, ხატ­ვის სიყ­ვა­რულ­მა აკა­დე­მი­ა­ში ვერ მო­ახ­ვედ­რა, მაგ­რამ სა­ნუ­გე­შოდ ისიც იკ­მა­რა, თა­ვის დრო­ზე შა­ლი­ა­პი­ნიც რომ არ მი­ი­ღეს ოპე­რის “ხორ­ში”. 

ბო­ლო ხანს ბა­ტონ ოტი­ას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი ამეკ­ვი­ა­ტა. ფიქ­რი­სა და გარ­ჯის კა­ცის უჩ­ვე­უ­ლო სამ­ყო­ფე­ლიც ცხა­დად წარ­მო­ვი­სა­ხე - მი­სი ნა­ოს­ტა­ტა­რი ბუხ­რი­თა და მი­სი­ვე გა­მარ­თუ­ლი სკე­ბით. იმა­ზეც ვი­ფიქ­რე, რა თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დით, ვი­ნერ­ვი­უ­ლე კი­დეც - არა­ფე­რი წა­მომ­ც­დეს ისე­თი, ბა­ტონ­მა ოტი­ამ “ბჟუ­ტუ­რად” მო­ნათ­ლოს-მეთ­ქი. კაც­მა რომ თქვას, ან კი რა სა­ჭი­როა თა­ვის მო­ბეზ­რე­ბა, დი­დი მწერ­ლის მრა­ვალ­ჟან­რო­ვან შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ხომ “სამ­ყა­რო­ულ” ყვე­ლა კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი უკ­ვე გა­ცე­მუ­ლია. 

 

 

აბა, რას ჰკითხავ - სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს თუ არა და თუ არ­სე­ბობს, რამ­დენ ხანს ცოცხ­ლობ­სო? მყის­ვე მო­გი­გებთ: “სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად მო­ვაო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ისე, რომ შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ, ად­გე­ბა და მო­ვა, ჩა­მო­გი­სახ­ლ­დე­ბა და დღე­და­ღამ საშ­ველს არ მოგ­ცემს... იმა­საც ამ­ბო­ბენ: რა­ვარც მო­ვა, ისე წა­ვაო... ისემც რა ვუთხ­რა მე მა­გის მთქმელს და დამ­ჯე­რეს! გა­გი­გო­ნია, მე­ტი არაა ჩე­მი მტე­რი! არა, ბა­ტო­ნო, არა­ვინ მო­გატყუ­ოთ, არ და­ი­ჯე­როთ, თა­ვი უბე­დუ­რე­ბა­ში არ ჩა­იგ­დოთ! რად მინ­და სხვი­სი ნათ­ქ­ვა­მის ნათ­ქ­ვა­მი ან წიგ­ნებ­ში მო­გო­ნი­ლი რო­მა­ნის გახ­სე­ნე­ბა; რა­ვა, სა­ლა­პა­რა­კოდ და სა­მა­გა­ლი­თოდ ჩე­მი ამ­ბა­ვი არ მე­ყო­ფა!..”

იქ­ნებ სიკ­ვ­დილ­ზე, კა­ცობ­რი­ო­ბის ამ და­უნ­დო­ბელ და სა­შიშ მტერ­ზე გვე­კითხა რა­მე? არც ამ კითხ­ვის პა­სუხს და­ა­ხა­ნებს: “სა­ერ­თოდ, სიკ­ვ­დი­ლით არ უნ­და იზო­მე­ბო­დეს ში­ში­ო”, - გეტყ­ვით. კა­ცო­ბა? კა­ცო­ბა რით უნ­და იზო­მე­ბო­დეს, ბ-ნო ოტია? - “ყო­ვე­ლი დღე ადა­მი­ა­ნის კა­ცო­ბის გა­მოც­დაა და­ბა­დე­ბი­დან სიკ­ვ­დი­ლამ­დე. კა­ცის ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­დღე უფ­ს­კ­რუ­ლის პირ­ზე ბორ­ძიკს ჰგავს... რა­კი მა­ინც მო­სულ­ხარ და ჯა­ხი­რობ, თუ ქვეყ­ნის უკე­თე­სი არა, მთა­ში მი­კარ­გუ­ლი ერ­თი სოფ­ლის უარე­სი ვინ­მე მა­ინც არ უნ­და იყო, რომ მე­ზობ­ლის გო­გოს გა­მარ­ჯო­ბის თქმა არ გა­უ­ჭირ­დეს”. აკი ვთქვი, ყვე­ლა კითხ­ვის პა­სუხს იპო­ვით-მეთ­ქი ბა­ტონ ოტი­ას­თან... 

მად­ლო­ბა ღმერთს, რომ არც ცხრა მთა და ზღვა მაქვს გა­და­სა­ლა­ხი, არც სხვა ქვეყ­ნის აკა­დე­მი­ა­სა თუ გა­ფუ­ფუ­ნე­ბულ ვი­ლა­ში მყავს სა­ძებ­ნე­ლი ჩე­მი მწე­რა­ლი, “მარ­ტო­ო­ბით გან­წ­მენ­დი­ლი სუ­ლის” შე­მოქ­მე­დი.

იმე­რუ­ლი კო­ინ­და­რია მი­სი წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა, გა­ნუყ­რე­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და ფიქ­რ­თა “მლამ­ბა­ვი” - თი­თებს შო­რის უქ­რო­ბად მხრჩო­ლა­ვი ჩი­ბუ­ხი, ხო­ლო ყვე­ლა აკა­დე­მი­ის ჯილ­დო­სა თუ ქვეყ­ნი­ურ სი­კე­თე­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი - ის პა­ტა­რა ტკი­ვი­ლე­ბი და სი­ხა­რუ­ლი, სადღაც შე­უმ­ჩ­ნევ­ლად რომ ეტყო­ბა, არ აწუ­ხებს და რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ მა­ინც “უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ სტკი­ვა”. 

(­მო­ნა­რი­დი სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძის წე­რი­ლი­დან "მარტოობით განწმენდილი სული")

"ოტია იოსე­ლი­ა­ნი ცხოვ­რობ­და წყალ­ტუ­ბო­ში, თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აგე­ბულ ლა­მაზ ოდა-სახ­ლ­ში, სა­დაც თავს იწო­ნებს ოტი­ა­სა­ვე ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ბუ­ხა­რი. ოტია იოსე­ლი­ანს სახ­ლის მე­ო­რე სა­რუ­ლი დათ­მო­ბი­ლი აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნი­სათ­ვის. სა­ლონს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან სტუმ­რო­ბენ მწერ­ლე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შა­კე­ბი და ატა­რე­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს. 

მწე­რალს დარ­ჩა სა­მი შვი­ლი – ბა­ჩო, მა­ნო და და­ჩი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი კარ­გა­დაა ნაც­ნო­ბი მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის.

 

 

 

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან...



“ამ მდუ­ღა­რე­გა­დას­ხმულ ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, – წერს ოტია იოსე­ლი­ა­ნი, – ვერც ერ­თი ნა­თე­ლი დღე ვერ გა­მოვ­ძებ­ნე. რაც არ იყო, რას გა­მო­ძებ­ნი”... 


ოტი­აც და მი­სი უმ­ც­რო­სი ძმა შალ­ვაც ჯერ კი­დევ აკ­ვან­ში იყ­ვ­ნენ, რო­დე­საც მა­მა გარ­და­ეც­ვა­ლათ. ორ აკ­ვანს შო­რის ქვრი­ვად დარ­ჩე­ნილ დე­დას - ლი­ზა (ცუ­ცა) ალაშ­ვილს მე­ტად გა­უ­ჭირ­და ობ­ლე­ბის გაზ­რ­და, თუმ­ცა ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მწერ­ლის ბე­ბია და მა­მი­და, რომ­ლებ­მაც მო­მა­ვალ­ში დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს მის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ოტია და მი­სი ძმა წყალ­ტუ­ბოს სკო­ლა­ში ერ­თად შე­ვიდ­ნენ. მე­სა­მე კლა­სი­დან ის მა­მი­დამ, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, გვიშ­ტი­ბის მე­ზობ­ლად სო­ფელ გუ­ბის­წყალ­ში წა­იყ­ვა­ნა სას­წავ­ლებ­ლად.

ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და მა­მი­სე­ულ სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთს უვ­ლიდ­ნენ. მწერ­ლის დე­და იმ დრო­ი­სათ­ვის წყალ­ტუ­ბო­ში ერთ-ერთ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში მუ­შა­ობ­და და ცდი­ლობ­და, იქ აღე­ბუ­ლი ორი­ო­დე კა­პი­კით დახ­მა­რე­ბო­და ოჯახს. დე­დას ძა­ლი­ან უჭირ­და ოჯა­ხის გაძღო­ლა და ნა­თე­სა­ვე­ბის რჩე­ვით, გა­დაწყ­ვი­ტა, ვინ­მე მშრო­მელ, პა­ტი­ო­სან კაც­ზე გათხო­ვი­ლი­ყო. მაგ­რამ ოტი­ას დე­დის ეს ნა­ბი­ჯი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გა­ნაც ათი-თერ­თ­მე­ტი წლის ბი­ჭებ­მა მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნი­ცა­დეს დე­დის გათხო­ვე­ბა, არ გაჰ­ყ­ვ­ნენ ქუ­თა­ის­ში და მა­მი­სე­ულ სახ­ლ­ში ბე­ბი­ას­თან და მა­მი­დას­თან დარ­ჩე­ნა არ­ჩი­ეს. დე­დის გათხო­ვე­ბამ უმა­მო­ბას უდე­დო­ბაც და­უ­მა­ტა. ეს გან­ც­დე­ბი კარ­გად აქვს მწე­რალს გად­მო­ცე­მუ­ლი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში, რომ­ლის სა­თა­უ­რის წა­კითხ­ვაც კი სევ­დას გგვრის - ,,დე­და გათხოვ­და”.

ოტი­ას და მის უმ­ც­როს ძმას ბე­ბია და მა­მი­და ზრდიდ­ნენ. ბე­ბი­ამ, ქრის­ტი­ნა გი­გოს ასულ­მა ავა­ლი­ან­მა, დი­დი რო­ლი ითა­მა­შა მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. 

 

 

 

ოტი­ას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. 1959-61 წლებ­ში და­ამ­თავ­რა სა­კავ­ში­რო მწე­რალ­თა კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კურ­სე­ბი მოს­კოვ­ში, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან გაგ­ზავ­ნეს. რუ­სეთ­ში ყოფ­ნის დროს გარ­და­ეც­ვა­ლა “ქვეყ­ნის უკე­თე­სი ბე­ბი­ა”, რაც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და.



...ოტი­ამ სკო­ლა­ში გა­იც­ნო ქე­თე­ვან ფან­ცხა­ვა, რო­მე­ლიც მათ­თან მეშ­ვი­დე კლას­ში გად­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქე­თე­ვა­ნი მი­სი მე­უღ­ლე გახ­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქე­თომ და ოტი­ამ ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ა­ბა­რეს, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი იქ დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. პირ­ველ კურ­ს­ზე­ვე მი­ა­ტო­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ტი და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ას მი­ა­შუ­რა, ერ­თი წე­ლი მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებ­ზე დაჰ­ყო, მაგ­რამ მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩა­იჭ­რა. სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გულ­მო­სულ­მა ოტი­ამ მოთხ­რო­ბე­ბის წე­რა და­იწყო - სხვის­თ­ვის კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის რომ და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, ქარ­თუ­ლი სხვა­ზე ნაკ­ლე­ბად არ ვი­ციო... 



და­იწყო და წერ­და და წერ­და - ნო­ვე­ლებს, მოთხ­რო­ბებს, რო­მა­ნებს, ზღაპ­რებს, პი­ე­სებ­სა და სცე­ნა­რებს და არც მკითხ­ვე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლ­და და არც პა­ტი­ვის­ცე­მა. 



ბა­ტო­ნი ოტია 2011 წლის 14 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლიც სი­ცოცხ­ლე­ში­ვე შე­ირ­ჩია - სა­კუ­თარ ეზო­ში. საფ­ლა­ვი ნა­ბო­ლარ­ა ვაჟ­მა, და­ჩიმ მო­უწყო - “სხვას ვერ ვან­დე, ისე ვერ გა­მი­კე­თებ­და, რო­გორც მე მინ­დო­და”... ოდის წინ წა­მო­მარ­თუ­ლი ბა­რე­ლი­ე­ფი­დან საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი შე­მოგ­ვ­ყუ­რებს თა­ვი­სი გა­ნუყ­რე­ლი სვა­ნუ­რი ქუ­დით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი