logo_geo
„დე, თუ წახვედი და მეძინა, მაკოცე რა“ - ბიჭი, რომელიც ტუალეტის ქაღალდზე დატოვებული წერილებით დედას სიყვარულს უხსნის
- +

24 აპრილი. 2018. 21:26

 

 

„დეე, სამსახურში თუ წახვედი და მეძინა, მაკოცე რა... მიყვარხარ, დედიკო... ხომ სწორად მიწერია“ - ასეთ სიყვარულით სავსე წარწერებს 8 წლის ნიკოლოზ კომახიძე დედას თითქმის ყოველ დილით ახვედრებს. ამ ამბავში ყველაზე სახალისო ის არის, რომ წერილები დედას მაგიდაზე ან მაცივარზე მიკრული კი არა, სააბაზანოში, ტუალეტის ქაღალდებზე დაწერილი ხვდება. მრავალფეროვნებისთვის ნიკოლოზი ზოგჯერ ორენოვან წარწერასაც ახვედრებს და ინგლისურ-ქართულად უხსნის დედას სიყვარულს.

 

სალომე მესხიშვილი, ნიკოლოზის დედა: ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. მიუხედავად იმისა რომ ყურადღება და მზრუნველობას არც ჩვენ ვაკლებთ, ალბათ, ამით ცდილობს მიიქციოს ჩემი ყურადღებაც, რაც სამწუხაროდ, ჩემი გადატვირთული რეჟიმის ბრალია. მართალი გითხრათ, არც ვიცი, როგორ გაუჩნდა იდეა. სამწუხაროდ ყველა წერილი არ მაქვს შენახული...

 

- ძირითად დროს ვისთან ატარებს?

 

- ძირითად დროს ბებიასთან ატარებს. ის ამეცადინებს და მასვე მიყავს სკოლაში. უყვარს კლასიკური მუსიკა და სკოლის გუნდში მღერის. ამასთან დაკავშირებითაც საინტერესო შემთხვევა გვაქვს.

 

თავად მივიდა პედაგოგთან, გამოჰკითხა მეცადინეობის საათები, გაარკვია, რამდენი იყო ყოველთვიური გადასახადი და ტელეფონის ნომერიც გამოართვა. ასე ჩაეწერა სასიმღერო გუნდში. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ, მართლა საინტერესო და გონებამახვილი ბავშვია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი