logo_geo
26-27 აპრილს საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- +

25 აპრილი. 2018. 12:48

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

„26 - 27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

 

თბილისში, 25 აპრილს საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 26 და 27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 აპრილს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 26 - 27 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი