logo_geo
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 78 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

25 აპრილი. 2018. 12:52

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში (იგულისმება ყველა ასაკი) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.  ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ წერს.

 

ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი  დეპრესიაა.  ამ მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, კვლევის მიხედვით, მათი 2/3 არ მკურნალობს, 70% მკურნალობაზე უარს „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს.

 

გარდატეხის ასაკში მოზარდთა უმრავლესობას ანალოგიური ქცევა ახასიათებს, თუმცა დაადგინო, ასაკობრივი გართულებაა თუ ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს სპეციალისტების საქმეა.

 

 

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც არ იტარებს სათანადო მკურნალობას ან ვერ პოულობს თანადგომას, მხარდაჭერას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.

 

ფსიქოლოგების მტკიცებით,  სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს, კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად, ცხოვრების მიმართ. უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. არც თუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში სუიციდის ფაქტებს ცალკე თავი დაეთმო.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და მცდელობის შემთხვევათა ფაქტორებს შორისაა  მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა, რისკის ქვეშ მყოფი და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება“, - წერია ანგარიშში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი