logo_geo
გელა ზედელაშვილი: ნიკოლოზ გვარამიას ბავშვობაში ჭოჭინა დაუფრთხა!
- +

26 აპრილი. 2018. 12:42

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

 

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „იმედის“ დარბევის საქმეზე ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მისცა, ნიკოლოზ გვარამია აფორიაქდა, ემანდ მეც არ მომადგნენო და facebook-ის საკუთარ გვერდზე აღიარებითი ჩვენება გამოაცხო:

 

„ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი, ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით, პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი – ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და „იმედის“ მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს. ესაა ჩემი კომენტარი“.

 

კი დაუფრთხა ნიკოლოზ გვარამიას ბავშვობაში ჭოჭინა და თავი მაგარ საგანს მიარტყა, მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც შერჩა, რამდენიმე კურდღლის დაჭერა სცადოს: პირველი – ბიძინა ივანიშვილი გამოჰყავს ბადრის ოჯახის მტრად; მეორე – „იმედის“ დარბევას ამართლებს იმიტომ, რომ ამ საქმეში თვითონაც აქტიურად იყო ჩართული; მესამე – ისევ ძველ ჩვენებას აწვება, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და ჩვენ რომ არა, ბადროკრატიას მივიღებდითო; მეოთხე – ერეკლე კოდუას „აპრავებს“, ანუ გმირად წარმოაჩენს, ბადრის რომ გაემარჯვა, ბიძინა ხეზე იქნებოდა ჩამოკონწიალებულიო.

 

როგორც ხედავთ, ამ ერთ პატარა წერილში უნიჭობის მრავალფეროვანი ზეიმია – ნაპროკურორალი „მასტი“ ცდილობს, თავიდან აირიდოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ვიდეოებს რომ ამონტაჟებდა და გაყალბებულს უშვებდა ეთერში. ამ წერილის ერთ ეპიზოდში ჭოჭინადამფრთხალი გვარამია კოდუას კოჭს უგორებს, გმირად წარმოგვიდგენს, რადგან იმავე კოდუამ პირი არ მოაღოს და იგივე გვარამია თან არ ჩაიყოლოს. დრო მიდის, ქვეყნიერება ვითარდება, ამათ კი თავდაცვისა და შეტევის მეთოდები იგივე აქვთ – ბინძური და ადვილად გასაშიფრი“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი