logo_geo
ირაკლი რუხაძე: ეს იყო „ანტი ბადრი პატარკაციშვილის“ კანონი, რათა...
- +

28 დეკემბერი. 2016. 16:40



„კანონი ამბობს, რომ „მაესტრო" და „იმედი" შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ჟურნალისტები ირაკლი რუხაძისგან დაინტერესდნენ, როგორ მოახერხებს ტელეკომპანია „მაესტრო" საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვებას მაშინ, როდესაც ჰოლდინგს ეკრძალება ეთერში ერთ საინფორმაციო გამოშვებაზე მეტის გაშვება. ირაკლი რუხაძის განცხადებით, ისინი კანონს სხვაგვარად კითხულობენ.


„ეს კანონი იყო „ანტიბადრი პატარკაციშვილის" კანონი, რათა ბადრის არ ჰქონოდა ერთზე მეტი ტელევიზია. ეს კანონი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს 50-60 დაქუცმაცებული, გაუბედურებული პატარა ტელევიზია. ამ კანონში არ წერია ის, რომ ჰოლდინგს ერთი საინფორმაციო გამოშვება უნდა ჰქონდეს. ეს კანონი მე არ მიკრძალავს ამას და ჩვენ არ განვმარტავთ კანონს ამგვარად. კანონი ამბობს, რომ „მაესტრო" და „იმედი" შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. რაც შეეხება მარეგულირებელს, თუ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, მათ შეუძლიათ გვიჩივლონ", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.


 

big_banner
არქივი