logo_geo
ნიკა გვარამია: უხელფასოდ ვერავის ვამუშავებ და ეთერი გაითიშება
- +

29 დეკემბერი. 2016. 13:13


„უხელფასოდ ვერავის ვამუშავებ და უბრალოდ ეთერი გაითიშება", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აქვე ხელისუფლებასა და სასამართლოს მოუწოდა, რომ „რუსთავი 2"-სა და „ტვ საქართველოს" ყადაღა მოსხნას.

 

„წელიწადნახევარია რაც „რუსთავი 2-ის" და „ტვ საქართველოს" ქონებას ყადაღა ადევს. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ბანკებს ოვერდრაფტისთვის ან სესხისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ ვალდებულების გაცემას კრედიტორების წინაშე, სამწუხაროდ, უკვე ვაგვიანებთ საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. უკვე ერთი თვეა ხაზინაში ვერ მოვახერხეთ ვალდებულების ჩარიცხვა.

 

დღეს უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ გვაქვს პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტში როდესაც შექვექმნება შიდა ვალდებულებების შესრულების პრობლემა.

 

ამიტომ მივმართავ საქართველოს და სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ "რუსთავი 2-ს" თავი, მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა.

 

ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც ასაქმებს ათასამდე ადამიანს. მე, როგორც მენეჯერი უხელფასოდ ვერავის ვამუშავებ და უბრალოდ ეთერი გაითიშება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





 

big_banner
არქივი