logo_geo
ჯილდო „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2016“ „რეპორტიორის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნენე სტეფანიშვილს გადაეცა
- +

29 დეკემბერი. 2016. 15:00



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.  ღონისძიებაზე ორგანიზაციამ საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, კერძო და საჯარო სფეროდან ინსტიტუციები და ჟურნალისტური კორპუსი დააჯილდოვა.


„ახალგაზრდა ადვოკატების" აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი პასუხისმგებლობის, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის მომზადებისთვის სპეციალური ჯილდო და ნომინაცია „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2016" ჟურნალისტს, მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნენე სტეფანიშვილს გადაეცა.


ორგანიზაციის ტრადიციულ შეჯამებას დაესწრნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, პროფესიული და საქმიანი სფეროს წარმომადგენლები.


 

 

 

 

big_banner
არქივი