logo_geo
ვინ არიან გარდაცვლილი ახალგაზრდები, რომელთა სიკვდილის მიზეზად სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება სახელდება
- +

5 მაისი. 2018. 20:01

 

 

თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ, ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე არიან.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლევან კალანდაძე ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მარჯანიშვილის ქუჩაზე, ასევე საკუთარ ბინაში – კახა კიკნაძე.

 

როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევა დღეს მოხდა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე, შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

 

ფაქტთან დაკავშირებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის საფუძველზე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი