logo_geo
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა
- +

8 მაისი. 2018. 14:50

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ  ახალი საფოსტო მარკა გამოსცა.

 

მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და განთავსებულია შემდეგი წარწერები: „საქართველო ღვინის აკვანი“ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.

 

აღნიშნული მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.

 

საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ასევე მოეწყობა  ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა  ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ  და  მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი