logo_geo
პარლამენტის შენობის წინ კამათი მოხდა
- +

13 მაისი. 2018. 16:00

 

 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია გარკვეულწილად დაიძაბა. „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად თეთრი ყვავილები მოიტანეს და ამ ყვავილებით 9 აპრილის მემორიალი შეამკეს. თუმცა, პარლამენტის შენობასთან ასევე იმართება კონტრაქცია, რომლის მონაწილეები თავდაპირველად მეორე აქციის მონაწილეებს მემორიალთან ყვავილების დაწყობის საშუალებას არ აძლევდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ გუშინდელი მოვლენების ფონზე ამის უფლება არ ჰქონდათ. კერძოდ, ისინი აპროტესტებდნენ თეთრი ხმაურის მოძრაობის გუშინდელი აქციის ერთ–ერთი მონაწილის მხრიდან 9 აპრილის მემორიალზე ასვლას და ცეკვას.

 

სიტუაცია პოლიციამ განმუხტა, რომელმაც კონტრაქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალიდან გაიყვანა და მეორე აქციის მონაწილეებს ყვავილების დაწყობის საშუალება მისცა.

 

ამჟამად აქციის მონაწილეთა შორის პოლიციის კორდონია, რომელიც მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი