logo_geo
შს მინისტრი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- +

13 მაისი. 2018. 22:40

 

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

 

გიორგი გახარია სავარაუდოდ „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.

 

ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციის ორგანიზატორებთან მისულიყო და პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.

 

 

 

big_banner
არქივი