საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციის ორგანიზატორებთან მისულიყო და პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.