თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი მოკლეს.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, მამაკაცი მიმღებ განყოფილებაშივე გარდაიცვალა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა თავში, გულ-მკერდისა და ფეხის არეში აღენიშნებოდა.
„პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, ჰქონდა თავის ტვინში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა. ერთჯერადად მოხერხდა გულის მოქმედების აღდგენა. შემდეგ ისევ მოხდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აცხადებს ექიმი თეონა ხუჭუა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით გამოძიება დაიწყო.