logo_geo
„დადეთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს“ - პატრიარქი ბავშვებს მიმართავს
- +

15 მაისი. 2018. 11:21

 

 

„დადეთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს“, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბავშვებს. ილია მეორემ აღზრდის პრობლემებზე ისაუბრა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაც ახსენა.

 

„დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი – ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად – თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამასწინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

big_banner
არქივი