logo_geo
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
- +

16 მაისი. 2018. 14:50

 

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

შემთხვევა გზირიშვილის ქუჩაზე მოხდა. 50 წლამდე კაცი,  Land Rover-ის მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

მეზობლების ინფორმაციით, კაცი შვილის გამოსაყვანად სკოლაში მიდიოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

 

კაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

 

 

 

big_banner
არქივი