logo_geo
ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
- +

17 მაისი. 2018. 14:00

16 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.

 

მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში შეკრებილი ოფიციალური პირების და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი“ და ნინო ქათამაძე წარსდგნენ. ქართველი მომღერლის ორიგინალური შესრულების მანერამ დარბაზი აღტაცებაში მოიყვანა.

 

დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიება ასტანაში საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ვიზიტის ფარგლებში 16 მაისს გაიმართა არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

გუშინვე საქართველოს დელეგაციის წევრები ასტანაში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ და შეხვედრები გამართეს ყაზახური ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

big_banner
არქივი