logo_geo
21 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი
- +

19 მაისი. 2018. 11:15

 

 

21 მაისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

21 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისით პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელია სეტყვა. შედეგად, დღისით ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 24–26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი