logo_geo
ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული
- +

19 მაისი. 2018. 12:51

 

 

ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან“ აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.

 

ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, შიდსის ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

 

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიკოსები და ჟურნალისტები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში ცაში წითელ ბუშტებს გაუშვებენ, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იქნება გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.

 

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი