logo_geo
პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებს, გამოცდებისას ნერვიულობის შესამცირებლად
- +

20 მაისი. 2018. 13:07

 

გამოცდების დასრულების შემდეგ არაერთი აბიტურიენტი ამბობს, რომ ცოდნის დიდი ნაწილი ვერ გამოავლინა იმის გამო, რომ ძალიან ნერვიულობდა. საიტმა Wikihow-მ გამოაქვეყნა იმ რჩევების სია, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარება, ტესტირების დროს შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეძლონ საკუთარი ცოდნის გამოვლენა.

 

სასურველია, გამოცდებამდე ერთი დღით ადრე აბიტურიენტმა კონსპექტებში ქექვით თავი არ გადაიღალოს. ეცადეთ, მნიშვნელოვან გამოცდამდე ერთი დღით ადრე დრო საკუთარ სიამოვნებას დაუთმოთ. სასურველია მეგობრების ნახვა ან განმარტოება, - თუ ადამიანისთვის ეს უფრო კომფორტულია.

 

გამოცდების წინა დღეებში აბიტურიენტი კარგად უნდა იკვებოს, მიიღოს ბევრი სითხე. რაც მთავარია, უნდა მიირთვათ ის, რაც თავად გიყვართ. თუმცა, არაა სასურველი ცხარე და ძალიან ცხიმიანი კერძების მირთმევა. მათ ორგანიზმი რთულად ინელებს და შესაძლოა, ამან დისკომფორტი შეგიქმნათ. კარგი იქნება გვირილის ან პიტნის ჩაის მირთმევა. ეს სითხეები ადამიანს ამშვიდებს. არაა აუცილებელი ენერგეტიკული სასმელებისა და ყავის მიღება.

 

არ ეცადოთ, გამოცდების წინა დღეებში ნერვიულობა ალკოჰოლით შეამციროთ. ის უძილობას გამოიწვევს და გამოცდის დღეს შესაძლოა, ენერგიაც არ გქონდეთ.

 

კარგად გამოიძინეთ. დრო, რომელსაც ძილს მოაკლებთ და მეცადინეობას დაუთმობთ, შესაძლოა, ფუჭად დაკარგული აღმოჩნდეს, რადგან ბოლო რამდენიმე დღეში ვერაფერს ისწავლით იმაზე მეტს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გისწავლიათ.

 

დამშვიდებაში ადამიანს ვარჯიშიც ეხმარება. ამ გზით შესაძლოა, დახარჯოთ უარყოფითი ემოცია და სტრესი მნიშვნელოვნად შეამციროთ.

 

და ბოლოს, გამოცდის დღეს ჩაიცვით ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. შესაძლოა, დადებითი განწყობისთვის ფერადი ტანსაცმელიც დაგეხმაროთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი