logo_geo
H&M-ი თბილისში მეორე მაღაზიას ხსნის
- +

20 მაისი. 2018. 16:52

 

ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) ქართულ ბაზარზე ფართოვდება და ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. „გალერია თბილისის“ შემდეგ, H&M-ის მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, 31 მაისს გაიხსნება.

 

H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.

 

H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად "ქალის"-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი