logo_geo
''H&M'' ''ისთ ფოინთში'' მოდის მოყვარულებს უმასპინძლებს
- +

22 მაისი. 2018. 11:52

 

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის. ახალი „H&M“ 31 მაისს, 12 საათზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“ გაიხსნება, რომელიც ალექსანდრე თვალჭრელიძის N2-ში მდებარეობს. 2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ორსართულიან მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, კაცის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტი.

 

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში მეორე მაღაზიას ვხსნით და მომხმარებელთა შთაგონებას საუკეთესო ტრენდებით განვაგრძობთ. ასევე, ძალიან ვამაყობთ „H&M“-ის ახალი თანამშრომლებით, რომლებიც ჩვენს მაღაზიაში საოცარ გუნდს ქმნიან“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, „H&M“-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

 

დაუვიწყარი გახსნის მოსაწყობად „H&M“-მა მოდის მიმდევრებს საინტერესო საჩუქარი მოუმზადა და სტუმრად მოიწვია „იმედის დღის“ ტელეწამყვანი და ყველასთვის საყვარელი ეკო ფანგანი, რომელიც ნებისმიერ მსურველს სტილის შერჩევაში დაეხმარება. არ იცი, რომელი კაბა უფრო მოგწონს? – ეკო საუკეთესო რჩევას მოგცემს!

სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნიან ულამაზესი ლიკა ქორქია და ყველაზე პოზიტიური ბახვა ბრეგვაძე, რომლებიც გახსნამდე დარჩენილ დროს თქვენთან ერთად აითვლიან. ენერგიულ მუსიკალურ ფონზე კი მთელი დღის განმავლობაში დიჯეი რემბო იზრუნებს.

 

რიგში მდგომ პირველ 100 მომხმარებელს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ყველა სტუმარი სასურველ ნივთზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი