logo_geo
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მონიტორინგი მიმდინარეობს
- +

23 მაისი. 2018. 12:43

 

 

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს ითვლიან. მონიტორინგს კომპანია „სისტრა“ ატარებს.

 

როგორც „სისტრას“ წარმომადგენელმა „სითი კვირას“ განუცხადა, პროექტის მიზანია მგზავრთა ნაკადების დათვლა, სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, ინტეგრირებული გაბილეთიანების სისტემის დანერგვა და სხვა.

 

პროექტის მიხედვით, სამარშრუტო ტაქსები უნდა გაერთიანდნენ ერთ საერთო საზოგადოებრივ ტრანსპორტის ქსელში და მგზავრების მიერ მიკროავტობუსებში გადახდა მოხდეს საათნახევრის განმავლობაში ერთხელ.

 

თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის კვლევა სამი კვირის წინ დაიწყეს, ამისთვის შეირჩა 22 დიდი და 8 პატარა ავტობუსი, სადაც დღეში ექვსჯერ მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა.

 

ამასთან საკრებულოს სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს.

 

დაახლოებით, ანალოგიური ცვლილებები მცხეთიდან, რუსთავიდან და გარდაბნიდან თბილისში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებზეც გავრცელდება. დაწესდება სპეციალურად შერჩეული გაჩერებები, რომლის იქეთაც თბილისში მგზავრების შემოყვანა აიკრძალება.

 

ასევე პროექტი ეხება მგზავრობის საფასურის შესახებ ცვლილებებს. რომლის თანახმად, მუნიციპალურ ტრანსპორტზე არსებული შეღავათებით შესაძლოა მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი