logo_geo
„ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის შეცვლას სახელდების კომისიამ მხარი დაუჭირა
- +

23 მაისი. 2018. 15:19

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. საკრებულო სახელწოდების შეცვლაზე უახლოს პერიოდში იმსჯელებს.

 

სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა.

 

„ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის გუშინდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ინიციატივას თბილისის მერი მიესალმება.

 

big_banner
არქივი