logo_geo
კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

24 მაისი. 2018. 17:10

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას სახელმძღვანელოს „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“  წარდგენა, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და ა.(ა)ი.პ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ  და აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს: სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო კონფერენციის - სიმპოზიუმის ჩატარებას და ჟურნალ „კრიმინოლოგისათვის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შექმნას. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების  უზრუნველყოფას, კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებას.

 

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას   და უნივერსიტეტის წინაშე დასახული ამოცანები გააცნო, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიან  გადაწყვეტაში საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ  ისაუბრა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის  ამოცანებზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე წარადგინა სახელმძღვანელო „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“, რომლის რედაქტორები არიან პროფესორები: მამუკა თავხელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი და  ეკა ბესელია - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

 

წიგნის რეცენზენტები არიან: პროფესორი გივი ლობჟანიძე -იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიციის თადარიგის გენერალ-მაიორი და პროფესორი ჯემალ გაბელია  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი,  პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი.

 

წიგნის რეცენზენტმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ აღნიშნა: „ჩვენი საზოგადოება, როგორც ჩანს ისე შეეჩვია უზნეობას, რომ ამ თემაზე წერაც კი არააქტუალური და უინტერესო გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი წიგნი ეთიკის საკითხებზე პროფესორების გელა ბანძელაძის და გერონტი შუშანაშვილის შემდეგ არც კი დაწერილა. ეთიკის მეცნიერებაში აღნიშნული ნაკლის შევსების ერთ-ერთ სერიოზულ მცდელობად ჩვენ პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნი „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“  მიგვაჩნია“.

 

სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები:

რომან შენგელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის კერძო სამართლის კათედრის გამგე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი;

მიხეილ მამნიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორი;

თემურ ბერიძე - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

თემურ ფაჩულია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროექტ - „პროფესიული ეთიკის განვითარების“ მონაწილე;

სალომე კაპანაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;

მანანა ხვედელიძე - დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, პოლკოვნიკი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი; 

ვეფხია გვარამია- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი.

 

გამომსვლელები მიესალმნენ ახლადდაარსებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და მაღალი შეფასება მისცეს „პროფესიული ეთიკის საფუძვლების“ სახელმძღვანელოს. დაისვა საკითხი  სამართლის ფაკულტეტზე მისი სწავლების შესახებ.

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი